რასისტული სკანდალი გრძელდება, ენცომ ბოდიში მოიხადა, თანაგუნდელებმა კი "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში დამატებით დროში კოლუმბიას 1:0 სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი.

მატჩის დასრულების შემდეგ კი "ალბისელესტეს" ავტობუსში გავრცელებულ ვიდეოს დიდი სკანდალი მოჰყვა. "ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების შემტევ ენცო ფერნანდესს Instagram Live ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ შემდეგ შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ:

"მისმინე და გაავრცელე, ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლიდანაა. კარგად სირბილს აპირებენ, მოსწონთ ტრანსგენდერების გაჟ***ვა, როგორც მბაპეს, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ".

"ჩელსიში" ენცოს ფრანგმა თანაგუნდელებმა აქსელ
დისასიმ, უესლი ფოფანამ და მალო გუსტომ არგენტინელს "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს.

"ფეხბურთი 2024 წელს, აშკარა რასიზმი", - დაწერა ფოფანამ.

"სამწუხარო და გულისამრევია", - ეს კი "ბარსელონას" ფრანგი მცველის, ჟიულ კუნდეს სიტყვებია.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება თავად ენცო ფერნანდესმაც გაავრცელა.

"მინდა გულწრფელი ბოდიში მოგიხადოთ ჩემს "ინსტაგრამგვერდზე" გავრცელებული ვიდეოსთვის. სიმღერა შეურაცხმყოფელ სიტყვებს შეიცავს.

მე დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. ბოდიშს ვიხდი შექმნილი სიტუაციის გამო. ეს ვიდეო არ ასახავს ჩემს რწმენასა და ხასიათს", - დაწერა ფერნანდესმა სოციალურ ქსელში.

alt"მოსწონთ, რომ ტრანსგენდერებს ჟიმ****ნ, მათი მამა კამერუნიდანაა, დედა ნიგერიელი" - რასიზმი და შეურაცხყოფა ფრანგების მიმართ... არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
იცი რა მაინტერესებს თუ ფიქრობ იმას რასაც იძახი და იძახი რასაც ფიქრობ, მაშინ იმის ვაჟკაცობაც უნდა გეყოს რომ ბოდიში არ მოიხადო და ბოლომდე მიაწვე შენ ნათქვამს, მე კაცობა და ვაჟკაცობა ასე მესმის, თუ ვინმეს სხვა აზრი გაქვთ ღმერთმა გაგიმარჯოთ თქვენ გაგებაში
მამუკა
19:30 17-07-2024
0
ამ დროს მესი რას აკეთებდა?ამათგან აღარაფერი მიკვირს ემილიანო მარტინესმა რაც იკადრა იმის მერე
გაგა
17:31 17-07-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული