რასისტული სკანდალი გრძელდება, ენცომ ბოდიში მოიხადა, თანაგუნდელებმა კი "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში დამატებით დროში კოლუმბიას 1:0 სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი.

მატჩის დასრულების შემდეგ კი "ალბისელესტეს" ავტობუსში გავრცელებულ ვიდეოს დიდი სკანდალი მოჰყვა. "ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების შემტევ ენცო ფერნანდესს Instagram Live ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ შემდეგ შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ:

"მისმინე და გაავრცელე, ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლიდანაა. კარგად სირბილს აპირებენ, მოსწონთ ტრანსგენდერების გაჟ***ვა, როგორც მბაპეს, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ".

"ჩელსიში" ენცოს ფრანგმა თანაგუნდელებმა აქსელ
დისასიმ, უესლი ფოფანამ და მალო გუსტომ არგენტინელს "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს.

"ფეხბურთი 2024 წელს, აშკარა რასიზმი", - დაწერა ფოფანამ.

"სამწუხარო და გულისამრევია", - ეს კი "ბარსელონას" ფრანგი მცველის, ჟიულ კუნდეს სიტყვებია.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება თავად ენცო ფერნანდესმაც გაავრცელა.

"მინდა გულწრფელი ბოდიში მოგიხადოთ ჩემს "ინსტაგრამგვერდზე" გავრცელებული ვიდეოსთვის. სიმღერა შეურაცხმყოფელ სიტყვებს შეიცავს.

მე დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. ბოდიშს ვიხდი შექმნილი სიტუაციის გამო. ეს ვიდეო არ ასახავს ჩემს რწმენასა და ხასიათს", - დაწერა ფერნანდესმა სოციალურ ქსელში.

alt"მოსწონთ, რომ ტრანსგენდერებს ჟიმ****ნ, მათი მამა კამერუნიდანაა, დედა ნიგერიელი" - რასიზმი და შეურაცხყოფა ფრანგების მიმართ... არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ენცო! ვის უხდი ბოდიშს ამ ლიბერასტებს? თავზე რო დაგვიჯინეს ეს აფრიკელები? ბოდიში არა კვახი! მთელ მსოფლიოს, რო მოედნენ შავი ტარაკნებივით, მათ შორის ჩვენთანაც. ამდენი მიგრანტების შემოსევა, დამსახურებაა ევრო კავშირის, რომელთა პრიორიტეტი ლგებეტე და აფრიკელები არიან.
გიგა
10:27 17-07-2024
23
ტყუილს მღერიან რამეს თუ რატოა შეურაცზმყოფელი? :))) არა ისე ეს არგენტინელები საშინელი ხალხია, რაგბშიც უნამოსოები, ჩვენი კორაგბეებიც ყოველთვის მაგას იძახდნენ გუნდელები არგენტინელები ვინც გვყავდა სულ ჩვენთვის მიუღებელი მენტალიტეტის ტიპები არიანო, ფეხბურთშიც რამდენი ვიცით. აშკარად ჩვენი მენტალიტეტისთვის მიუღებელი ხალხია, ისევე როგორც ბევრი ევროპელისთვის
16

სიახლეები პოპულარული