"იუნაიტედმა" "რეალს" აჯობა - "მანკუნიანელები" 18 წლის მცველს 50 მილიონ ევროდ შეიძენენ

AutoSharing Option
"ლილის" მცველი ლენი იორო "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.

"წითელი ეშმაკები" 18 წლის ნიჭიერი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 50 მილიონ ევროს და ბონუსების სახით დამატებით 12 მილიონ ევროს გადაუხდის. ლენი ოჯახთან ერთად ინგლისში გაფრინდა და "მანკუნიანელებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იოროს ყველაზე აქტიურად "რეალს" უკავშირებდნენ, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა "სამეფო კლუბს" უკვე აცნობა, რომ მათ არჩევანი "წითელ ეშმაკებზე" გააკეთეს.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს, ბრიტანული კლუბი მატაის დე ლიხტის შეძენას აპირებს.
"ბაიერნის" ფეხბურთელმა საკუთარ აგენტს განუცხადა, რომ მას მხოლოდ "იუნაიტედში" თამაში სურს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალს ვერავინ აჯობებს!…
ლაშა
17:53 17-07-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული