ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი ჩანდა - დე ლაურენტისს მთავარმა მწვრთნელმა შეზღუდვები დაუწესა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კონტემ დე ლაურენტისს სავარჯიშო ბაზაზე გუნდთან კონტაქტი აუკრძალა; ასევე, სასადილო ოთახში მხოლოდ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი უნდა იმყოფებოდნენ.

"კონტემ "ნაპოლიში" აკრძალული ტერიტორია გამოყო, სადაც მისი, სტაფის წევრებისა და ფეხბურთელების გარდა, ყოფნის უფლება არავის აქვს. გარდა ამისა, დალუქა სასადილო ოთახი, სადაც შესვლის უფლება კლუბის პრეზიდენტსაც კი არ აქვს. დე ლაურენტისი იძულებული გახდა, ახალი მწვრთნელის წესებს დამორჩილებოდა", - წერს
გამოცემა.

შეგახსენებთ, მაისის ბოლოს ანტონიომ "პარტენოპეისთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

alt"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე ამას შემპირდა..." - რა განაცხადა ანტონიო კონტემ ქართველზე?

altკონტემ თავისი გაიტანა - დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენა გვაუწყა, ხვიჩას ამბავიც თითქმის საბოლოოდ გადაწყდა

alt"კონტე კვარაცხელიას ღიმილს დაუბრუნებს - ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო" - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 2 /
დე ლაურენტისს ჩვევია მწვრთნელების ტვიტერის პოსტების მეშვეობით გათავისუფლება და უფრთხილდეს დონ ანტონიო , ე მანდ რომელიმე სოც.რესურსზე არ ამოიკითხოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავისუფალი აგენტია:))

მიდი , მიდი ანტონიო, იქნებ პრეზიდენტის პოსტიდანაც გაუშვა ლავრენტია წუწურაქი:D
ABARA
15:46 18-07-2024
1
ტყუილად ფაფხურობს, არც ეგ უშველის ნაპოლის. წადი როგორმე ხვიჩა სხვაგან, არ დაკარგო ერთი წელი და შეიძლება მეტიც. ნაპოლი 100 წელი ვეღარაფერს მოიგებს, ცოცხი შემთხვევით ერთხელ ისვრის ცხოვრებაში. მილანისა და ინტერის კი არა, ატალანტა - ბოლონია - უდინეზეების დამარცხება გაუჭირდება ნაპოლის წელს. და პირველი იმედგაცრუება სწორედაც რომ ლუკაკუ იქნება. შედეგიანობით ოსიმენთან ახლოსაც ვერ მივა.
არ უშველის
16:04 18-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული