"ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების შემტევ ენცო ფერნანდესს Instagram Live ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ შემდეგ შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ:
"მისმინე და გაავრცელე, ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლიდანაა. კარგად სირბილს აპირებენ, მოსწონთ ტრანსგენდერების გაჟ***ვა, როგორც მბაპეს, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ".
"ჩელსიში" ენცოს ფრანგმა თანაგუნდელებმა აქსელ დისასიმ, უესლი ფოფანამ და მალო გუსტომ არგენტინელს "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს.
როგორც ჩანს, თანაგუნდელებს შორის პრობლემა აღმოფხვრილია. ამის შესახებ
"ენცომ ბოდიში მომიხადა, მას ფრანგი ხალხის განაწყენება არ სურდა. უბრალოდ ვერ გაიგო, რას მღეროდა. ვენდობი, რადგან ვიცი, რომ რასისტი არ არის", - განაცხადა ფოფანამ.