"უფრო ინტენსიურად და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ" - ტენ ჰაგი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "წითელი ეშმაკების" მიზნების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დასახულ მიზნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუ აგრესიულ და ინტენსიურ ფეხბურთს ითამაშებენ.

"ჩვენ მხოლოდ წინსვლა გვსურს, ამისთვის საჭიროა, რომ ვითამაშოთ ინტენსიური და ძალიან აგრესიული ფეხბურთი, მეტოქე პრესინგით შევაწუხოთ და ძალიან ბევრი ვირბინოთ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ტენ ჰაგის გათავისუფლებას განიხილავდა, თუმცა კლუბის ახალმა მფლობელმა ჯიმ რატკლიფმა ნიდერლანდელ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული