"ნაპოლი" "ბრაიტონის" 23 წლის ნახევარმცველს ბილი გილმურს დაიმატებს, ამის შესახებ ინფორმაციას Sportitalia-ს ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" "თოლიებს" შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაუხდის. გილმურმა პროფესიონალური კარიერა "ჩელსიში" დაიწყო და ამ კლუბის ღირსებას 2017/2022 წლებში იცავდა.
იმისთვის, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს, "ნაპოლი" ორმა ნახევარმცველმა იენს კაიუსტემ და ჯანლუკა გაეტანომ უნდა დატოვონ. ეს უკანასკნელი "კალიარიში" გადასვლასთან ახლოსაა, კაიუსტესთვის კი ნეაპოლური კლუბი ვარიანტებს ეძებს.
პედულას ცნობით, "პარტენოპეის" კაიუსტეს იჯარით გაშვება არ სურს.
დატოვებს, თავად კი პრემიერლიგის ფეხბურთელით გაძლიერდება" />დე ლაურენტისი აზარტში შევიდა და "ბაიერნის" ნახევარმცველის შეძენა განიზრახა
12:00 03-08-2024
"ნაპოლის" ორი ნახევარმცველი დატოვებს, თავად კი პრემიერლიგის ფეხბურთელით გაძლიერდება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული