დე ლაურენტისი აზარტში შევიდა და "ბაიერნის" ნახევარმცველის შეძენა განიზრახა

AutoSharing Option
კი თქვა "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომ ნახევარმცველს არ დაიმატებენ, მაგრამ კლუბის ხელმომჭირნე პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, როგორც ჩანს, აზარტში შევიდა და სრულიად სხვაგვარად ფიქრობს.

"ბილდის" ცნობით, "ნაპოლი" "ბაიერნის" 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველით, ლეონ გორეცკათი დაინტერესდა და ფეხბურთელმა კონტეს აცნობა, რომ მის გუნდში გადასასვლელად მზადაა.

გორეცკა "ბაიერნში" 2018 წლიდან თამაშობს, მას შემდეგ კლუბში ყველა ტურნირზე 221 მატჩში 40 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბავარიულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 30 მილიონი
ევროა.

"ბაიერნი" კარგი შეთავაზების შემთხვევაში გორეცკას გასაყიდად მზადაა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამასაც ხვიჩასავით 1 მილიონს მიუგდებს ხელფასს ხო? ))) 10 მილიონს თუ დასჯერდა მადლობა თქვას ლავრენტამ....
რონი
11:15 02-08-2024
2

სიახლეები პოპულარული