"ჩვენი მიზანი 2026 წლის მუნდიალზე გასვლაა და მნიშვნელობა არ აქვს..." - შევჩენკომ საქართველოს ნაკრების მეტოქის გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა და ნაკრების სამომავლო მიზნებზე ესაუბრა.

ყოფილმა ფორვარდმა ეროვნული გუნდის მოქმედ მწვრთნელ სერგეი რებროვს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი 2026 წლის მუნდიალზე გასვლაა.

ინფორმაციისთვის, უკრაინა ერთა ლიგის B ჯგუფში ჩვენი მეტოქეა და საქართველოს გარდა, ალბანეთთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს. 

"მინდა, პირადად ჩემგან და ასოციაციის მხრიდან მწვრთნელსა და მის სტაფს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. ჩავატარეთ სანაკრებო კომიტეტის სხდომა, განვიხილეთ ბევრი საკითხი და ვიცით, სად მივდივართ. არის შეცდომები და ჩვენ განვიხილეთ, რა
უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ მას თავი ავარიდოთ. მთავარია სწორი რეაგირება.

ბევრი კარგი სამუშაო გაკეთდა. ეროვნული ნაკრებისთვის და ასოციაციისთვის მინდა განვსაზღვრო შემდეგი მიზნები. სექტემბერში ვიწყებთ ახალ ორწლიან ციკლს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა ან შესარჩევი ტურნირის მეშვეობით, ან ერთა ლიგის მეშვეობით. მთავარი იქ მოხვედრაა", - განაცხადა შევჩენკომ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
2008ში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი კი არა ნორმალურად ჭამის სურვილიც არ მქონდა იმ დღეებში ესენი კიდე ჩემპიონატსაც კი არ აჩერებენ მიუხედავად იმისა რამდენჯერ მატჩი განგაშის გამო შეწყდა თქვენი არ ვიცი მარა მე ეს არ მესმის საავადმყოფოებისკენ დამიზნულს ვერაფერს უხერხებენ და სტადიონზე მიტუმეტეს ხო უფრო მეტი რისკია არა აბა რატო მარტავენ მაშინ უკრაინული კლუბები ევრო თასების მატჩებს პოლონეთში ? და ეროვნული ჩემპიონატის მატჩი საშიში არ არის?
სიმართლე
15:21 05-08-2024
32
მხოლოდ ფეხბურთი ხომ არ არის?!უკვე მესამე წელია,უკრაინა უმძიმეს ომშია ჩაბმული,ქვეყანა მუდმივად იბომბება,მაგრამ იმდენად ძლიერი ეკონომიკა აქვს,რომ სპორტის ალბათ არც ერთ სახეობაში უკუსვლა არ აქვთ.ჩვენ რომ მრეწეველობა არა გვაქვს,სწორედ ამიტომ არის,რომ ვერც საფეხბურთო ჩემპიონატში და ვერც სხვა დარგებში,დიდი ფულს ვერავინ აბანდებს და სპორტის მრავალი სახეობა,უკვე აღარ გვაქვს,ან სიკვდილის პირასაა.უკრაინას აქვს მრეწველობა,აქვს ძლიერი სამეცნიერო-საინჟინრო პოტენციალი და ომის დამთავრების შემდეგ,სწრაფადვე აღიდგენს დანგრეულს.ის კოლონიად არ გადაიქცევა.საუბედუროდ,საქართველოს საკუთარი მრეწველობა არა აქვს,ჯართის სახით გავყიდეთ,განათლების სისტემაც გავანადგურეთ და სწორედ ამიტომ ვყალიბდებით,ჩვეულებრივ კოლონიურ, ვითომ დამოუკიდებელ ისეთ სახელმწიფოდ,რომელიმე სულელი ელჩის მკვახე გამონათქვამი,ქვეყნის მთავრობის მკვეთრ რყევას რომ იწვევს.მხოლოდ ტურიზმი,თხილი და ღვინო,ქვეყნის მყარ განვითარებას,ვერ უზრუნველჰყოფენ.მხოლოდ განათლების სისტემის გაჯანსაღება და მძიმე მრეწველობაა ის ბერკეტები,რომლის განვითარება,ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველჰყოფს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სტაბილურ საყრდენად იქცევა.
სოსო
01:26 06-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული