8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი 5:3 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე ენცო მილმა გახსნა, გატანილი გოლიდან 7 წუთში ფერმინ ლოპესმა სხვაობა აღადგინა, 25-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და "ფურია როხა" წინ გაიყვანა. 28-ე წუთზე ალექს ბაენამ მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთმადე გაზარდა.

მეორე ტაიმში ტიერი ანრის გაწვრთნილმა გუნდმა ქამბექი შემოგვთავაზა, 79-ე წუთზე აკლიუშემ, 90+3 წუთზე კი ჟან ფილიპ მატეტამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.

მე-100 წუთზე სერხიო კამელიომ ესპანეთი წინ გაიყვანა,
120+1 წუთზე კი ასევე კამელიომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
საფრანგეთი არაა
აფრიკის ნაკრები + მსაჯები
gomako
10:38 10-08-2024
4
რა გახდა ეს ესპანეთი! ევროპა მოიგო! ოლიმპიადაც მოიგო! ალბათ ეხლა მსოფლიოს უმიზნებს!
მწვრთნელი
11:42 10-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული