10 აგვისტოს, ინგლისის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
"ქალაქელებმა" პენალტების სერიაში 7:6 იმარჯვეს, თუმცა ბერნარდო სილვამ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.
პორტუგალიელის თქმით, შეხვედრის შემდეგ პეპ გვარდიოლამ მას უთხრა, რომ მომავალში პენალტებს აღარ შეასრულებდა.
"ხოსეპმა უკვე მითხრა, რომ მომავალში პენალტებს ვეღარ დავარტყამ, ასე რომ, ამ საკითხზე არ ინერვიულოთ", - განაცხადა სილვამ Manchester Evening News-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში სილვამ "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 49 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
14:00 12-08-2024
სილვა: გვარდიოლამ მითხრა, რომ პენალტებს აღარ შევასრულებ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული