დე ლიხტი: ვეცდები, "მანჩესტერ იუნაიტედი" უმაღლეს მწვერვალზე დავააბრუნო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა მატაის დე ლიხტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის თქმით, იგი ეცდება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უმაღლეს მწვერვალზე დააბრუნოს.

"იმედი მაქვს, მე და ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბს ახლახანს შეუერთდნენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დავაბრუნოთ იქ, სადაც მათი ადგილია.

ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, "იუნაიტედს" პრემიერლიგა დიდი ხნის განმავლობაში არ მოუგია, მაგრამ მათ ინგლისის თასზე წარმატების მიღწევა შეძლეს. ასე რომ, მათ იციან, როგორ გაიმარჯვონ", - განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, მატაისი "მანჩესტერ იუნაიტედს" "ბაიერნიდან", 42.8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული