"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

AutoSharing Option
"სპარტაკში" ჯანო ანანიძის ყოფილმა თანაგუნდელმა არიმ RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სპორტის არსებობა რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია.

ბრაზილიელის თქმით, ევროპელ ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდება რუსეთი საერთაშორისო არენაზე.

"ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდება რუსეთი საერთაშორისო არენაზე. სპორტის არსებობა ასეთი დიდებული ქვეყნის გარეშე წარმოუდგენელია, რუსეთის დაბრუნება კარგი იქნება როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ტურიზმისთვის", - განაცხადა არიმ.

ცნობისთვის, ვეტერან ფორვარდს რუსეთის ნაკრების რიგებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 22 /
შეუძლებელი როგორაა?მშვენივრად ჩაიარა ოლიმპიადამ სულ არ დამკლებიან თვალში
გოჩა
16:12 16-08-2024
13
ეს რომ რამედ ვარგოდეს ბრაზილიაში მაინც ათამაშებდნენ. ევროპას ცხადია ვერასდროს გაქაჩავდა. ჰოდა უმღერის იმ ხელს, ვინც აჭმევს.
გიორგი
16:01 16-08-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული