ფელიქსი კარიერას "ჩელსიში", გალაჰერი კი "ატლეტიკოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" შემტევი ჟოაო ფელიქსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" "ინდიელებს" 40 მილიონ ევროს გადაუხდიან.

საპირისპიროდ, "ლურჯების" რიგებიდან კონორ გალაჰერი კარიერას "როხიბლანკოში" გააგრძელებს. ინგლისელი ფეხბურთელი კლუბებს შორის ფელიქსზე შეთანხმებას ელოდებოდა და მას შემდეგ რაც ყველაფერი მოგვარდა, ინგლისელის ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

შეგახსენებთ, ფელიქსი "ჩელსის" ღირსებას 2023 წელს იჯარის წესით იცავდა, მაშინ პორტუგალიელმა 23 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული