"რომას" დატოვება ბოლო მომენტში გადაიფიქრა - დიბალამ დიდ ფულზე უარი თქვა
AutoSharing Option
"რომას" შემტევმა პაულო დიბალამ კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებაზე უარი თქვა. მოგეხსენებათ, "ალ ქადისია" არგენტინელს 3 წლიან კონტრაქტს, ხელფასის სახით კი ჯამში 75 მილიონ ევროს სთავაზობდა.
დიბალა თავდაპირველად შეთავაზებას დათანხმდა, ასევე სატრანსფერო ფასზე კლუბებიც შეთანხმდნენ, თუმცა ბოლო მომენტში პაულომ "ჯალოროსის" დატოვებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, დიბალა "რომას" 2022 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.