ჯაკას გასროლა და გამარჯვების გოლი 101-ე წუთზე - "ლევერკუზენი" თავის სტილში იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 1-ელ ტურში "ლევერკუზენი" "გლადბახს" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონებმა გამარჯვების გოლი 101-ე წუთზე გაიტანეს.

მატჩი ალონსოს გუნდის უპირატესობით დაიწყო და მე-12 წუთზე გრანიტ ჯაკამ ულამაზესი გოლი გაიტანა.

38-ე წუთზე ფლორიან ვირცმა "ლევერკუზენი" წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.

მეორე ტაიმში "გლადბახი" გააქტიურდა, 59-ე წუთზე ნიკო ელვედიმ სხვაობა შეამცირა. 85-ე წუთზე კი ტიმ კლეინდიენსტმა ანგარიში გაათანაბრა.

90+11 წუთზე კი ფლორიან ვირცმა დუბლი შეასრულა და "ლევერკუზენს" 3 ქულა მოუტანა.

ალონსოს გუნდი მორიგ მატჩს 28 აგვისტოს, გერმანიის თასზე "იენას" წინააღმდეგ გამართავს, "გლადბახი" კი
31 აგვისტოს, ბუნდესლიგაში "ბოხუმს" დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, "ლევერკუზენს" ბუნდესლიგაში უკვე 35 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია მიუნხენის "ბაიერნს" (53 მატჩი) ეკუთვნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული