მაკტომინეი ნეაპოლშია - ახალ კლუბში შოტლანდიელის ანაზღაურება ცნობილია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს, შოტლანდიელი გუშინ ნეაპოლში ჩაფრინდა და "პარტენოპეი" მის ტრანსფერს უახლოეს საათებში დაადასტურებს.

"ნაპოლი" "წითელ ეშმაკებს" 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მაკტომინეი კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 3 მილიონ ევროს მიიღებს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სკოტი "პარმას" წინააღმდეგ მატჩში ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "პარმას" შეხვედრა ხვალ, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელიას "ნაპოლის" მნიშვნელოვანი გაძლიერება - მაკტომინეის "პარტენოპეიში" ოფიციალურად გადაბარგება დროის ამბავია

altსკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძველის რა გითხრა, იმიტომ, რომ გაგებაში არა ხარ ფეხბურთის და გეტყვი ვინაა მაკტომინეი: ესაა ის, ვინც შოტლანდია ჯგუფში 1 ადგილზე გაიყვანა და ესპანეთი მოიტოვა უკან, ეს ისაა, ვინც შარშან იუნაიტედს ბოლომდე ქაჩავდა და თუ რამეს მიაღწია და რამე შედეგი დადო,ამ კაცის დამსახურებაა. შენ ძველი გულშემატკივარი კი არა, უბრალოდ კლავიატურის გენიოსი ხარ. დაანებე თავი ფეხბურთს და დომინოზე ან დამკაზე გადადი. თუ რაიმეს წარმოადგენს დღეს შოტლანდია, ეს მაკტომინეია.
შენი სიძველე არ გაიშვა
15:21 30-08-2024
5
დასაწუნი არაფერი აქვს... შესაძლოა, მავანს მისი კრიტიკა ცუდად ახსოვდეს საქართველო - შოტლანდიის თამაშის შემდეგ, მაგრამ ალალად რომ ვთქვათ, უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა - მამაცი გულების შთამომავლები ფეხბურთსაც რაგბის წესებით უყურებენ, როცა დროის გაყვანა და მინდორზე კოტრიალი უდიდეს სირცხვილად აღიქმება და შესაძლოა, ამიტომაც, შოტლანდიელები არასდროს არც ერთი ტურნირის ჯგუფიდან გასულან, ჩვენ კი ეს პირველივე ჯერზე მოვახერხეთ და მაკტომინეის კრიტიკაზე უკეთესი პასუხის გაცემა, უბრალოდ, წარმოუდგენელია... სხვათაშორის, მარიო რუის წასვლის შემდეგ, ასეთი კარგი გაგებით გამჩმახებელი ფეხბურთელი კარგ ნახევარმცველზე არანაკლებად აკლდა ნაპოლის, თორემ ყველას გვახსოვს, ხვიჩაზე მონადირე ყასბებს რომ პასუხს არავინ თუ ვერავინ თხოვდა... ასე, რომ წარმატებები ვუსურვოთ ამ ბიჭს ყველა ფრონტზე, ნუ მინიმუმ იმ დრომდე, სანამ ჩვენი გზები ისევ სანაკრებო დონეზე არ გადაიკვეთება.....
ვოოტ
15:19 30-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული