წყაროს ცნობით, "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. არაბული კლუბი "პარტენოპეის" ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ოსიმენი კი "ალ აჰლისთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი 25-30 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.
ამ შეთავაზებაზე ოსიმენის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ "ალ აჰლი" ვიქტორის მთავარ მოთხოვნას, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებასაც დათანხმდა.
რომანოს ცნობით, არაბული კლუბი ოსიმენს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდება.
შეგახსენებთ,
Finita La Commedia - ოსიმენი მიდის იქ, სადაც ჯუღელმა უწინასწარმეტყველა?
ოსიმენი ფასდაკლებით - ვიქტორს პსჟ-ში უნდა, მაგრამ უნდა კი ის პარიზულ კლუბს?
"ოსიმენი ნობათი კი არაა, საფოსტო გზავნილივით გააგზავნონ" - ვიქტორი და მისი აგენტი გაჯიუტდნენ
ისე, ეს არც ისე წარმოუდგენელი იყო მაშინაც ამის შესაძლებლობაზე ფიქრი.
უნდა გავითვალისწინოთ დე ლაურენტისის მოთხოვნილი მაღალი თანხა, ოსიმენის პრიორიტეტი ძალიან მაღალ ხელფასზე და რაც მთავარია, ის ფაქტი რომ ყველამ იცოდა, რომ ოსიმენს უეჭველი უნდა დაეტოვებინა ნაპოლი ამ სატრანფერო ფანჯრისას. პრაქტიკულად არაბეთის იქით რეალურ ალტერნატივებს არც ტოვებდა ეს მოცემულობა.
თან 40 მილიონი წელიწადში.
თან 50 მილიონი გამოსასყიდი ფასი.
თან პუნქტი კონტრაქტში, რომ მომავალ წელს შეუძლია ევროპაში დაბრუნება და გუნდი ხელს არ შეუშლის...
ვინ უფრო დასაცინია ვიქტორი თუ ჯ.უღელი ?