რომანო: "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ - ოსიმენს არაბეთში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. არაბული კლუბი "პარტენოპეის" ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ოსიმენი კი "ალ აჰლისთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი 25-30 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

ამ შეთავაზებაზე ოსიმენის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ "ალ აჰლი" ვიქტორის მთავარ მოთხოვნას, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებასაც დათანხმდა.

რომანოს ცნობით, არაბული კლუბი ოსიმენს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდება.

შეგახსენებთ,
ფეხბურთელით "ჩელსიც" ინტერესდება, თუმცა "ლურჯებს" ოსიმენის დამატება მხოლოდ იჯარის წესით სურს.

altFinita La Commedia - ოსიმენი მიდის იქ, სადაც ჯუღელმა უწინასწარმეტყველა?

altოსიმენი ფასდაკლებით - ვიქტორს პსჟ-ში უნდა, მაგრამ უნდა კი ის პარიზულ კლუბს?

alt"ოსიმენი ნობათი კი არაა, საფოსტო გზავნილივით გააგზავნონ" - ვიქტორი და მისი აგენტი გაჯიუტდნენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესეც ჯუღელის წინასწარმეტყველებაც...
ისე, ეს არც ისე წარმოუდგენელი იყო მაშინაც ამის შესაძლებლობაზე ფიქრი.
უნდა გავითვალისწინოთ დე ლაურენტისის მოთხოვნილი მაღალი თანხა, ოსიმენის პრიორიტეტი ძალიან მაღალ ხელფასზე და რაც მთავარია, ის ფაქტი რომ ყველამ იცოდა, რომ ოსიმენს უეჭველი უნდა დაეტოვებინა ნაპოლი ამ სატრანფერო ფანჯრისას. პრაქტიკულად არაბეთის იქით რეალურ ალტერნატივებს არც ტოვებდა ეს მოცემულობა.
ზაქარია
12:08 30-08-2024
2
ისე ამ გადასახედიდან, ძალიანაც კარგი უქნია ოსიმენს, რო გადავიდა არაბეთში! რაც არ უნდა თავი შეაკლა ფეხბურთს, საბოლოოდ მაინც არ დაგიფასებენ "მავანნი და მავანნი". ძალიან ბევრი მაგალითები ვიცით, თუ როგორ უნამუსოდ ეკიდებიან კარგ ფეხბურთელებს კლუბების გაქსუებული პრეზიდენტები. ისე რო ოსიმენის გადაწყვეტილება (თუ ეს სიმართლეა) აბსოლუტურად გამართლებულია!
ასეა!
13:07 30-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული