"კონტეს არ სურდა, ოსიმენს ნაპოლის ფეხბურთელებთან კონტაქტი ჰქონოდა, რადგან..." - იტალიელი ჟურნალისტი დეტალებზე საუბრობს

AutoSharing Option
გუშინ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, "გალათასარაიმ" ერთსეზონიანი იჯარით "ნაპოლიდან" ვიქტორ ოსიმენი დაიმატა. მოგეხსენებათ, ნიგერიელი ნეაპოლური გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.

Radio CRC-ს ჟურნალისტის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიიღო, რადგან იტალიელი სპეციალისტი თვლიდა, რომ თუ ოსიმენი პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებდა და სამატჩო განაცხადში მოხვდებოდა, გასახდელში სიტუაციას გააფუჭებდა.

"ვინ მიიღო ოსიმენის პირველი გუნდიდან მოკვეთის გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, ანტონიო კონტემ. მას გასახდელში "უცხო სხეულის" ყოფნა არ სურდა და თვლიდა, რომ ოსიმენი სიტუაციას არევდა", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, "გალათასარაის"
ოსიმენის გამოსყიდვის უფლება არ აქვს. ცნობისთვის, 2025 წელს ვიქტორის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე შემცირდება.

alt"პრეზიდენტმა ოსიმენის ტრანსფერზე ეს გააკეთა და არაბებმა დე ლაურენტისი სასქესო ორგანოზე გაუშვეს" - კასანომ ნიგერიელის ტრანსფერსა და კონტეს ფაქტორზე ისაუბრა

altსტამბოლში საგიჟეთია - ოსიმენის შესახვედრად აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი მივიდა [VIDEO]

alt"ხედავ? უკვე "ნაპოლიდანაც" გაგდებენ, მადლობა კონტეს და დე ლაურენტისს გონივრული გადაწყვეტილებისთვის!" - ოსიმენის სიძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი, გაღორებულ ლაურენტისს 130 მილიონის ნაცვლად 75 მილიონი სანატრელი გაუხდა. არადა პსჟ 100 მილიონს სთავაზობდა.
გიორგი
20:10 04-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული