ჰოლანი "სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა, თუმცა ერთი პირობით..." - Marca ნორვეგიელზე სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ერლინ ჰოლანს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს.

Marca-ს ცნობით, ნორვეგიელი "ქალაქელებთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანახმაა, თუმცა თუ "რეალი" მის შეძენას მოისურვებს, ახალ ხელშეკრულებაში ექსკლუზიურად "სამეფო კლუბისთვის" გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ფეხბურთელის ამ თხოვნას "მანჩესტერ სიტი".

შეგახსენებთ, ჰოლანს "ქალაქელებთან" მიმდინარე კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. ნორვეგიელი "სიტის" 2022 წელს, "დორტმუნდიდან" შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში ერლინმა მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 102 მატჩი გამართა, თავი კი 97 გატანილი გოლითა და 14 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ვერ წარმოიდგენთ, მის შეძენასთან ისე

ახლოს ვიყავით" - დე ლაურენტისმა ჰოლანის არშემდგარი ტრანსფერის დეტალები გაიხსენა

alt"ბარსელონას" ფინანსებით მსგავსი ტრანსფერი შესაძლებელია? - დეკო ჰოლანის აგენტს შეხვდა

alt"ვინ არის ჩემი კერპი?" - ჰოლანის პასუხმა ჟურნალისტი შოკში ჩააგდო

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეგ არ ვიცი რამდენად მართალი ომფორმაცია, მაგრამ რეალს უარს ვერავინ ეუბნება, რო რამე ეგეც წავა რეალში
გოგა
17:33 08-09-2024
1
გალანდი დაუძახეთ ხოლმე რა ან რაგნარი დავარქვათ პირდაპირ, ლოთბრუკი.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული