59 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა. "სკუადრა აძურას" ყოფილი ფორვარდი 2022 წლიდან მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა და ორჯერ ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სკილაჩი 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მან ამ ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირი გახდა.
მან ასევე ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიგო.
და განუმეორებელი სკილაჩი. არსაიდან მოსული, რომელიც უცებ იქცა აძურას ბომბდამშენად. ვიღას ახსოვდა ჯანლუკა ვიალი (ისიც წავიდა)...
საღეჭი რეზინი "ფინალი" გახსოვთ ? ფეხბურთელების ნაკლეიკებით. ბურთი გავუცვალე სკილაჩის ნაკლეიკაში უბნელს )) ჩემი კოლექცია შევავსე და ბედნიერი ვიყავი, ბურთით კი მაინც ერთად ვთამაშობდით, რა მნიშვნელობა ჰქონდა ვისი ლოგინის ქვეშ ეგდებოდა ღამე )))