წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებს ტრენტის მამა მაიკლ არნოლდი აწარმოებს. გამოცემის ინფორმაციით, მამა-შვილი თავდაპირველად "სენტ ეტიენისა" და "ლე ავრის" ყიდვას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი "ნანტზე" შეაჩერეს.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს "ნანტის" შესაძენად დაახლოებით 180 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ფრანგულ კლუბს 2007 წლიდან უოლდემარ კიტა ფლობს, რომელიც ფანებს შორის ნაკლებად პოპულარულია და "ყვითლების" ქომაგები მის გადაწყვეტილებებს ხშირად აპროტესტებენ.
ცნობისთვის, "ნანტს" ლიგა 1-ის ტიტული ისტორიაში 8-ჯერ აქვს მოგებული.
ალეკსანდერ-არნოლდი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
არნოლდის ულამაზესი გასროლა და 3 ქულა, "ჩელსის" ფეხი დაუცდა [VIDEO]