ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგა 1-ის კლუბის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"ლივერპულის" განაპირა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგა 1-ის კლუბ "ნანტის" შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L'Equipe-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებს ტრენტის მამა მაიკლ არნოლდი აწარმოებს. გამოცემის ინფორმაციით, მამა-შვილი თავდაპირველად "სენტ ეტიენისა" და "ლე ავრის" ყიდვას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი "ნანტზე" შეაჩერეს.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს "ნანტის" შესაძენად დაახლოებით 180 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ფრანგულ კლუბს 2007 წლიდან უოლდემარ კიტა ფლობს, რომელიც ფანებს შორის ნაკლებად პოპულარულია და "ყვითლების" ქომაგები მის გადაწყვეტილებებს ხშირად აპროტესტებენ.

ცნობისთვის, "ნანტს" ლიგა 1-ის ტიტული ისტორიაში 8-ჯერ აქვს მოგებული.

alt

ალეკსანდერ-არნოლდი შეიძლება "რეალში" გადავიდეს

altარნოლდის ულამაზესი გასროლა და 3 ქულა, "ჩელსის" ფეხი დაუცდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამხელა ფული აქვთ ფეხბურთელებს, რომ ტოპ 5 ლიგის ბინადარ საფეხბურთო კლუბს ყიდულობენ. თან ვინ, ვიღაც სუპერვარსკვლავი კი არა, უბრალოდ კარგი ფეხბურთელი
ჰმ
21:22 20-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული