
25 წლის მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი შეიძლება "ლივერპულიდან" "რეალში" გადავიდეს, - იტყობინება "ბილდის" ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
ფალკის მტკიცებით, ალეკსანდერ-არნოლდით "რეალია" დაინტერესებული და თავად ფეხბურთელსაც უნდა მადრიდულ გუნდში გადაბარგება.
ალეკსანდერ-არნოლდს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სეზონი კვლავ საუკეთესო იქნება თავის პოზიციაზე, არნოლდს და კარვახალს ვერ შევადარებ იმდენად სრულყოფილია დანი, თანაც თეთრი, მადრიდული სისხლითა და იდენტობით!!!