რომანო: ნავასმა "ბარსელონაში" თამაშზე თანხმობა განაცხადა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "პარი სენ ჟერმენის" ყოფილი მეკარე კეილორ ნავასი მზადაა "ბარსელონას" შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც "ბლაუგრანას" კარის დარაჯმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ვილიარეალთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, კოსტარიკელი მეკარის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მისი კლიენტის დამატება შესთავაზა.

ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა "ბარსას" 37 წლის მეკარის გაფორმება. რომანოს ინფორმაციით, თუ "ბარსელონა" ნავასით დაინტერესდება, კოსტარიკელისთვის ხელფასი პრიორიტეტული არ იქნება.

ნავასი ამჟამად თავისუფალი აგენტია. კეილორმა გასული სეზონი პსჟ-დან იჯარის წესით "ნოტინგემ ფორესტში"
გაატარა. გამოცდილი მეკარე "რეალის" ღირსებას 2014/2019 წლებში იცავდა. "ბლანკოსის" რიგებში ნავასმა 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას სუპერთასი, თითო-თითოჯერ კი ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

altკეილორ ნავასი დაუფასებელი, თუმცა ბედნიერი თილისმაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული