შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. 69-ე წუთზე "ბლანკოსის" მეკარე კურტუას, რომელიც ადრე მათი გუნდის წევრი იყო და განსაკუთრებით სძულთ, სხვადასხვა საგანი ესროლეს და მსაჯმა თამაში 18 წუთით შეაჩერა. სტადიონზე გამოაცხადეს, რომ თუ ფანები არ დაწყნარდებოდნენ, მატჩი აღარ განახლდებოდა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით "როხიბლანკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ფანების პროვოცირება ბელგიელმა კარის დარაჯმა მოახდინა.
"რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ეპიზოდის
ფანებს არ ვამართლებ, მაგრამ მათი მესმის. ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრები, რომლებიც მხარს მთელი ვნებით დაგვიჭერენ", - განაცხადა სიმეონემ.
ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "ატლეტიკო" 16 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონში "ბენფიკას" დაუპირისპირდება.
სრული სიგიჟე: გულშემატკივართა შეტევა კურტუაზე და კომპენსირებულ დროში გათანაბრებული ანგარიში [VIDEO]