"ფანების პროვოცირება კურტუამ მოახდინა" - სიმეონე "რეალთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 29 სექტემბერს, მადრიდულ დერბიში ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. 69-ე წუთზე "ბლანკოსის" მეკარე კურტუას, რომელიც ადრე მათი გუნდის წევრი იყო და განსაკუთრებით სძულთ, სხვადასხვა საგანი ესროლეს და მსაჯმა თამაში 18 წუთით შეაჩერა. სტადიონზე გამოაცხადეს, რომ თუ ფანები არ დაწყნარდებოდნენ, მატჩი აღარ განახლდებოდა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით "როხიბლანკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ფანების პროვოცირება ბელგიელმა კარის დარაჯმა მოახდინა.

"რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ეპიზოდის
მთავარი გმირები ფანების პროვოკაციას არ უნდა ახდენდნენ. ზოგჯერ გულშემატკივრებს სხვა გზა არ რჩებათ, მაგრამ ვიმეორებ, ეს არასწორია. მოთამაშეები მშვიდად უნდა იყვნენ და იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ტრიბუნების წინ.

ფანებს არ ვამართლებ, მაგრამ მათი მესმის. ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრები, რომლებიც მხარს მთელი ვნებით დაგვიჭერენ", - განაცხადა სიმეონემ.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "ატლეტიკო" 16 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონში "ბენფიკას" დაუპირისპირდება.

altსრული სიგიჟე: გულშემატკივართა შეტევა კურტუაზე და კომპენსირებულ დროში გათანაბრებული ანგარიში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა გუნდს სჭირდება გულშემატკივარი,რომელიც მთელი ვნებით არის ჩართული თამაშში,მაგრამ არავის სჭირდება ისეთი გულშემატკივარი,რომელიც მზადაა ვინმეს ფიზიკური ზიანი მიაყენოს.გამოდის,რომ სიმეონე ნებით თუ უნებლიედ, აქეზებს აგრესიულ "გულშემატკივარს",ძალისმიერი ქმედებებისაკენ.ჯერ წვრილი ფოლის ტაქტიკა შეიმუშავეს,მერე უფრო მსხვილი დარღვევების ტაქტიკა,მეტოქის ლიდერების დასაშინებლად,პირველივე წუთებზე,დღეს,5 შეცვლის დაშვების შემდეგ,ყოველი პოტენციურად საშიში შეტევის დაწყების შანსის არსებობის შემთხვევაშიც კი,მწვრთნელები ფეხბურთელებისაგან გამიზნული ჯარიმების აღებას მოითხოვენ,ნებისმიერ ფასად და ახლა ამას,თუ მაყურებლის საფრთხის შეცველი აგრესიაც დაუმატეს,ალბათ დაახლოებით ერთი საუკუნის წინანდელ ფეხბურთს დავუბრუნდებით,მატჩის შემდგომ ცემა ტყეპაში რომ ირკვეოდა გამარჯვებული.
სოსო
12:41 01-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული