ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, გულშემატკივრებისგან კრიტიკა მისაღებია, თუმცა უკეთესი იქნება, თუ "იუნაიტედზე" სეზონის ბოლოს ისაუბრებენ.
"წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ, ჩემს ფეხბურთელებს ამის სჯერათ. გთხოვთ, ჩვენზე სეზონის ბოლოს ისაუბრეთ. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ორი ფინალი ვითამაშეთ და ბრძოლას გავაგრძელებთ.
შეგიძლიათ მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბის კომუნიკაციას დააკვირდეთ, ჩვენ ერთიანები ვართ. სწორი მენტალიტეტი გვაქვს, მაგრამ დაცვით ასპექტში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ", - განაცხადა ტენ ჰაგმა.
'სრული იდიოტიზმი!' - ვან ბასტენმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა
"მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, "იუნაიტედს" უფრო მაღალი მიზნები აქვს"- ერიკ ტენ ჰაგი
"ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისში, "სიტის" შემდეგ ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე" - ტენ ჰაგი