Marca: მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულის" განაპირა მცველის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შეძენას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი "მერსისაიდელებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ტრენტმა ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე "ლივერპულის" პირველი ორი წინადადება იუარა, მესამეზე კი ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

თავის მხრივ, "რეალის" განაპირა მცველმა დანი კარვახალმა ლა ლიგის გასულ ტურში "ვილიარეალთან" მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანს 8-დან 10 თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.

ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ "რეალის" ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი და ალექსანდერ-არნოლდი
ახლო მეგობრები არიან.

არნოლდს "სქაუზერებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

altტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგა 1-ის კლუბის შეძენას გეგმავს

altალეკსანდერ-არნოლდი: მესი მცველებს მანეკენებივით ეთამაშება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული