"შარშან წარმატებას ამიტომ ვერ მივაღწიეთ" - ლობოტკამ გასულ სეზონზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში "პარტენოპეის" გასული სეზონის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაასახელა.

"ეს სეზონი შეიძლება ჩვენთვის დაუვიწყარი გამოვიდეს, თუმცა წინ უამრავი თამაში გველოდება.

რატომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას გასულ სეზონში? იმის გამო, რომ 2 წლის წინ სკუდეტო მოვიგეთ, საკმარისად მონდომებულები აღარ ვიყავით. კონტემ ჩვენი განწყობა შეცვალა, ასევე ფეხბურთელების დონე გააუმჯობესა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ახლა კარგად ვასპარეზობთ და ასეც უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ლობოტკამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" ჩემპიონატში მორიგ მატჩს
20 ოქტომბერს "ემპოლის" წინააღდეგ გამართავს.

altლაპორტა: ლობოტკას ტრანსფერზე ვმუშაობთ

altლობოტკას აგენტი: "ბარსელონას" მასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა

alt"ნაპოლის" ხერხემალს ახლა უჭირს - ლობოტკას შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე

მკითხველის კომენტარები / 1 /
პასი მიეცი პასი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული