მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, პირველ ტაიმში სტუმრები „პლზენის“ ნახევარმცველმა ლუკაშ ჩერვიმ დააწინაურა, საპასუხო გოლი კი შესვენების შემდეგ პენალტით „რომას“ თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა გაიტანა.
ჯგუფში 7 ქულით ლიდერია ჩეხეთია, საქართველო 6 ქულით მეორე ადგილზეა, ალბანეთი ამდენივე ქულით მესამეზეა, ხოლო მეოთხეზე 4 ქულით უკრაინაა.
შემდეგი ტური 16 ნოემბერს გაიმართება: საქართველო უკრაინას, ალბანეთი კი ჩეხეთს უმასპინძლებს.
უკრაინა - ჩეხეთი 1:1
გოლები: 0:1 ჩერვი (18), 1:1 დოვბიკი (53, პენ)