მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინამ ბოლივია 6:0 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა ორჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა.

შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა, 43-ე წუთზე მესის პასით ლაუტარო მარტინესმა, ხოლო 45+3 წუთზე ასევე მესის პასით ხულიან ალვარესმა გაიტანა.

მეორე ტაიმში ტიაგო ალმადამ არგენტინის ნაკრების უპირატესობა ოთხბურთიანი გახადა. 84-ე წუთზე "ლა პულგამ" დუბლი, ხოლო 86-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ცნობისთვის, ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში ჯამში მეათე ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაიამის "ინტერის" ფეხბურთელს კარიერაში 846 გატანილი
გოლი დაუგროვდა. "ლა პულგამ" 2024 წელს, ყველა ტურნირზე 26 გოლის გატანა და 17 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა.

alt"მცველის პოზიციაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა" - მასკერანო მესიზე

alt"პსჟ ნამდვილი განავალია" - ბელგიელმა ფეხბურთელმა მოჰყვა, რა უთხარ მესიმ პარიზული გუნდის შესახებ

altლუის ენრიკე: თუ პსჟ-ში მესი, ნეიმარი და მბაპე ერთად ითამაშებდნენ, ამ გუნდს არ გავწვრთნიდი

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვსოო გაინაღდა ხო ოქროს ბურთი
ჰდჰდ
02:21 17-10-2024
3
ერთადერთი ფეხბურთელია, ვის გატანილ გოლსაც, მრავალჯერ ვატრიალებ და ვუყურებ, ეს არის ლეო მესი.
მერაბი
16:04 16-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული