"ნეიმარი გაცილებით მაგარია, ვიდრე რონალდინიო" - "მილანის" ნახევარმცველი

AutoSharing Option
"მილანიდან" "ფიორენტინაში" განათხოვრებულმა იასინ ადლიმ RMC Sport-თან ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელის ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

ადლი და ნეიმარი 2017/2018 წლების სეზონში ერთად "პარი სენ ჟერმენში" გამოდიოდნენ.

ადლის თქმით, ნეიმარი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე რონალდინიო.

"როცა ნეიმარი "პარი სენ ჟერმენში" გადმოვიდა, უბრალოდ უცხოპლანეტელს ჰგავდა. ყველაფერი რასაც აკეთებდა, წარმოუდგენელი იყო.

პასები, დრიბლინგები... ბურთს არ კარგავდა, მეტოქეებს არც კი იმჩნევდა.

ზოგჯერ კამათობენ ვინ არის უკეთესი, რონალდინიო თუ ნეიმარი. ჩემი აზრით, ნეიმარი გაცილებით მაგარი ფეხბურთელია, ვიდრე რონალდინიო. ორივეს დიდ პატივს ვცემ, მაგრა ნეიმარი ძალიან, ძალიან ძლიერი
მოთამაშეა.

ჩემთვის ნეიმარი მესისა და რონალდოზე ოდნავ ქვემოთაა, ბრაზილიელი თითქმის მათ დონეზეა", - განაცხადა ადლიმ.

alt1-წლიანი პაუზის შემდეგ - ნეიმარი მოედანს უბრუნდება

altნეიმარი ისევ ევროპაში და თანაც "ბარსელონაში"? - ბრაზილიელის შესაძლო დიდი დაბრუნების დეტალები

alt"ჩემი შვილის მამა ნეიმარია" - უნგრელი მოდელის მტკიცება, ყველაფერს ნათელი მალე მოეფინება

altრონალდო ტირის, ნეიმარი კი ფანების ამ შეძახილზე იცინის... - საუდის არაბეთის თასის ფინალის შემდეგ გადაღებული ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული