სომხეთის ნაკრებს ადგილობრივ სპეციალისტს ჩააბარებენ

AutoSharing Option
Sportball24-ის ინფორმაციით, სომხეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი 45 წლის ადგილობრივი სპეციალისტი ეგიშე მელიქიანი გახდება, ვინაც ამჟამად სომხურ "პიუნიკს" ავარჯიშებს.

ის ამ პოსტზე უკრაინელ ოლექსანდრ პეტრიაკოვს ჩაანაცვლებს, ვინაც დაკავებული თანამდეობა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საშინაო 0:2 მარცხის შემდეგ დატოვა.

მელიქიანს დონეცკის "მეტალურგსა" და რამდენიმე უკრაინულ გუნდში უმუშავია, 2020 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა, ჯერ "ალაშკერტს" ედგა სათავეში, ახლა კი "პიუნიკს" მოძღვრავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული