მანჩინის საუდის არაბეთის ნაკრებიდან უშვებენ, მაგრამ დიდ კომპენსაციას მიიღებს

AutoSharing Option
calcioefinanza-ს ინფორმაციით, რობერტო მანჩინის უახლოეს დღეებში საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლებენ, ამის მიზეზი კი გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.

აზიაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს. საუდის არაბეთმა 10 ოქტომბერს გასვლაზე იაპონიასთან 0:2 წააგო, შემდეგ კი სახლში ბაჰრეინთან ნულოვანი ფრე ითამაშა, რის შემდეგაც მხოლოდ 5 ქულა აგვს მოგროვილი და მესამე ადგილს იკავებს.

ამას ემატება ისიც, რომ იტალიელს გულშემატკივართან კონფლიქტი, ხოლო იაპონელ ჟურნალისტთან შელაპარაკება მოუვიდა, როდესაც რობერტოს კითხვა ანაზღაურების შესახებ დაუსვეს, მან უპასუხა, რომ ამით მისი საბანკო ანგარიშის ნახვა
სურდათ.

მოკლედ, მანჩინის უშვებენ, მაგრამ რამდენად იქნება გულდაწყვეტილი სხვა საკითხია, რადგან კომპენსაციის სახით 25-30 მილიონ ევროს მიიღებს. ის საუდის არაბეთის ნაკრებს 2023 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული