რაჯა ნაინგოლანი აზერბაიჯანის რანგით მეორე ლიგაში გადადის

AutoSharing Option
36 წლის ცნობილი ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი დიდი ალბათობით, კარიერას აზერბაიჯანის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) ბინადარ "ქარვანში" განაგრძობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად აზერბაიჯანული გუნდის მწვრთნელმა კიანან ქერიმოვმა დაადასტურა და თქვა, რომ მხარეებს შორის მოალაპრაკება მიმდინარეობს. მისი თქმით, შეთავაზება თავად ფეხბურთელის აგენტისგან მოვიდა და რაჯა "ქარვანში" კარიერის გაგრძელებით ძალიან დაინტერესებულია.

"არის გარკვეული პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ყველა დეტალს ვერ ვამხელ. შემიძლია მხოლოდ დავამატო, რომ ბელგიელმა ნახევარმცველმა კარგად იცის ჩვენი კლუბის მდგომარეობა და მიზნები", - განაცხადა ქერიმოვმა.

ინფორმაციისთვის, ნაინგოლანის ბოლო კლუბი
ინდონეზიური "ბაიანგკარა" იყო, საიდანაც წამოვიდა და ახლა თავისუფალი აგენტია. მას კარიერის განმავლობაში ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "რომა" და ინტერია.

რაც შეეხება "ქარვანს" კლუბი აზერბაიჯანის პირველ ლიგას 5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობით ლიდერობს. 
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფული აქვთ მეზობლებს, მაგრამ ნიჭი ნაკლებად. 15 წელია უზარმაზარ ფულს ხარჯავენ, ჩაყავთ ლეგიონერები, რასაც ზოგადად ფეხბურთის აღმავლობა უნდა მოჰყოლოდა - განვითარებული საკლუბო ფეხბურთი ნიშნავს უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას ამ სპორტით, რაც საბოლოოდ ნაკრებზე უნდა აისახოს. ამიტომ ფულით ბიჭს ვერ იყიდი. რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ მეზობლებს
იკა
19:22 23-10-2024
0
აზერებს ნუ ეხუმრებით... აგერ, ოსიმენის მადა რომ ვერავინ დააკმაყოფილა და კინაღამ არაბეთში ტუცა თავი, საბოლოოდ თურქულ გალათასარაიში ამოყო ის ნიღბიანი თავი, რომლის ფეხბურთელებსაც სადღაც წინდებზე ან ტრუსებზე კი არა, ზედ მკერდზე ამაყად " სოკარი" აწერიათ...
დდდ
18:22 23-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული