"ისინი მზად არ არიან..." - ვინისიუსის პირველი კომენტარი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების შემდეგ

AutoSharing Option
პარიზში France Football-ის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდო "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს როდრის გადაეცა.

მეორე ადგილზე ვინისიუსი (რეალი) გავიდა, მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანიელ კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი).

ღონისძიებას პროტესტის ნიშნად „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ, რომლებმაც გაიგეს, რომ საუკეთესოდ ვინისიუსს არ აღიარებდნენ, რასაც ორგანიზატორებმა წარმოუდგენელი საქციელი უწოდეს.

გარდა ამისა, ვინისიუსს ცნობილმა ფეხბურთელებმა კარიმ ბენზემამ (ალ იტიჰადი), ბრუნო გიმარაეშმა (ნიუკასლი), გაბრიელ მაგალაეშმა (არსენალი), რიშარლისონმა (ტოტენჰემი) და სხვა საფეხბურთო ვარსკვლავებმა
სოციალური ქსელის საშუალებით მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"ოქროს ბურთის" დაჯილდოების შემდეგ ვინისიუსმა პირველი განცხადება გააკეთა:

"თუ ამის საჭიროება იქნება, ათჯერ მეტს გავაკეთებ, ისინი მზად არ არიან", - დაწერა ვინისიუსმა.

alt"რეალის" ბოიკოტი - "ოქროს ბურთის" მფლობელი როდრი გახდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრებში თამაში? ხუთი წელი, ბრაზილიის ნაკრებში თამაშობს და ხუთი გოლი გაიტანა! დამცველია თუ შემტევია? 40 თამაში, 5 გოლი? ოქროს ბურთი რო გინდა,მარტო ბოლივიას უნდა გაუტანო, მინიმუმ სამი გოლი, როცა ბრაზილიის ნაკრებში თამაშობ შეტევაში. ეს არის სიმართლე.
ვატა
16:22 29-10-2024
3
ვინისიუსს! დააყე ერთი ადგილი! "ოქროს ბურთი" საშენო არ არის! კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, პიროვნებაც უნდა იყო, რომელიც შენ არ გაქვს!
სიუსს!
11:35 29-10-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული