"შეუძლია თუ არა "ნაპოლის" რაშფორდის შეძენა?" - იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის პასუხი

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბის მარკუს რაშფორდის შეძენა სურს, თავად ინგლისელმა ფეხბურთელმა კი "პარტენოპეიში" გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით Radio Marte-ს ეთერში სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ისაუბრა. მას სთხოვეს გარიგების ალბათობა შეეფასებინა.

მარკეტის თქმით, "ნაპოლის" რაშფორდის შეძენა გაუჭირდება, თუმცა თუ ინგლისელმა "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა, ტრანსფერის შანსი გაიზრდება.

"ეს რთული იქნება, რადგან ასეთი კალიბრის მოთამაშის ყიდვა მარტივი არ არის. ფეხბურთელების უმეტესობა გუნდს ტოვებს მაშინ, როცა ძირითად შემადგენლობაში ადგილს კარგავენ. ჩემი
აზრით, "ნაპოლიმ" ისეთი მოთამაშეები უნდა შეიძინოს, რომლებიც მაღალი დონის ფეხბურთელებად ითვლებიან, მაგრამ ამ ეტაპზე საკუთარ გუნდებში დიდ როლს არ თამაშობენ", - განაცხადა მარკეტიმ.

შეგახსენებთ, რაშფორდის გადაბირებით "ასტონ ვილა" და "მარსელიც" ინტერესდებიან.

altმარკუს რაშფორდი: დე ხეა, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა

alt100-იანთა კლუბში! - რაშფორდისთვის "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გოლი საიუბილეო აღმოჩნდა

altრაშფორდის პერსპექტივა: ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელფასი 15-ჯერ გაუზარდეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა Ამაში მიაᲗხლიᲨავს ლაურენტისი 80 მილიონამდე და ყველა ბედნიერი დარᲩება
დინამოელი
17:19 01-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული