"პარტენოპეის" დამრიგებელს ჰკითხეს, იქნება თუ არა სასწაული "ნაპოლიმ" რომ სკუდეტო მოიგოს.
"მორწმუნე კაცი ვარ, თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანი ვიცი, ვისაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. ყოველთვის ვლოცულობ, ამას ჩემი გუნდისთვისაც ვაკეთებ, რომ ყველანი ჯანმრთელები იყვნენ.
ჩვენ ყველამ, შეფ-მზარეულიდან დაწყებული, ექიმებით დამთავრებული, რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა დიდ წარმატებას მივაღწიოთ. ჩემპიონატში შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში სასწაულები ყოველთვის ხდება, მაგრამ მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის", - განაცხადა
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 25 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "ინტერს" 4 ქულით უსწრებს. "პარტენოპეისა" და "ატალანტას" დაპირისპირება ხვალ, 3 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
"კვარა" პროფესიონალი და სამაგალითოა" - კონტემ ხვიჩას კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა