რაულმა შესაძლოა, სომხეთის ნაკრები ჩაიბაროს

AutoSharing Option
"რეალის" რანგით მეორე გუნდის, "კასტილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაულ გონსალესმა, შესაძლოა, სომხეთის ნაკრების ჩაიბაროს, ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა არმენ ნიკოღოსიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, რაულთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"მწვრთნელებთან მოლაპარაკებები რთულია, რადგან არ გვაქვს ისეთი ფინანსური რესურსი, როგორიც მედიაში იწერება. მიჩელ დერ ზაკარიანს ვესაუბრეთ, თუმცა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგვიძლია.

უამრავ კანდიდატს განვიხილავთ, მათ შორის რაულს, რუი მოტაზე ინფორმაცია კი ჭორია", - განახცადა ნიკოღოსიანმა.

შეგახსენებთ, ბოლოს სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს ალექსანდერ პეტრაკოვი წვრთნიდა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ოქტომბრის თვეში გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მშვენიერი მწვრთნელი ჰყავდათ ესპანელი კაპაროსის სახით (სხვა რომ არაფერი, ჩვენ მოგვიგეს და ბ ლიგაში აღზევებულებმა ირლანდიაც მიაყოლეს), მაგრამ გააგდეს და სდიონ ახლა ცაში ფასკუნჯებსა და მიწაზე რაულებს...
დდდ
16:22 05-11-2024
2
კაი რა სომხეთი :დდდდ
Star lord
22:19 05-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული