"55 მილიონი რაში გადაიხადეს, პასები რომ აკეთოს?" - კასანომ სერია A-ს ნახევარმცველი გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ, Viva el Futbol-თან ინტერვიუში "იუვენტუსის" ახალწვეულის, ტეუნ კოპმეინერსის შესახებ ისაუბრა.

"რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ნიდერლანდელი მატჩებში განსხვავებას ვერ ქმნის.

"მოთამაშემ, რომელშიც 55 მილიონს ვიხდი, განსხვავება უნდა შექმნას. ყველა ადამიანის მესმის, ვინც მას აკრიტიკებს, ვიმეორებ, მასში 55 მილიონია გადახდილი და ჯერ კიდევ ვერ გავიგე რა როლი აქვს მოედანზე. ახლოსაც არაა იმ ფეხბურთელთან, რომელსაც "ატალანტაში" ვხედავდით. სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდებოდი.

მსგავს ფეხბურთს სერია B-დან 5 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელიც შემოგვთავაზებდა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, კოპმეინერსმა "იუვეს" რიგებში მიმდინარე სეზონში
ყველა ტურნირზე 11 მატჩი გამართა, თავი კი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

altხვიჩას საწინააღმდეგო კამპანია - კასანომ დე ლაურენტისის საქციელს სიგიჟე უწოდა

alt"ერთხელ იცით, რა გააკეთა?" - კასანომ რონალდოზე ისტორია გაიხსენა

alt"რამდენი გოლიც უნდა გაიტანოს, ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის" - კასანო რონალდოზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი კითხვა მაქვს!
1.ამ კასანის რატომ ეკითხებიან ყველაფერს და რატომ წერენ სულ ამის შესახებ, კასანომ ეს თვქა ამაზე, იმაზე
2.ვინ ჩემი როენა მამიდაა რომ ყველაფერზე თავის აზრს აფიქსირებს და 99 პროცენტი ყოველთვის ვიღაცის კრიტიკაშია!
მურთო
19:43 10-11-2024
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული