
Marca-ს ინფორმაციით, "ბლანკოსი" დარწმუნებულია, რომ ინგლისელს უფასოდ გაიფორმებენ, რადგან ფიქრობენ, რომ არნოლდი "მერსისაიდელებთან" კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.
ტრენტს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, არნოლდი "სქაუზერების" აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში კი 2016 წლიდან ასპარეზობს.