"სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებში გელოდება" - ბაქოში ჩასულ რონალდინიოს შეთავაზება გაუკეთეს

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება, სადაც გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

azerisport.com იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში ის უკვე ეწვია ბაქოს საფეხბურთო კლუბების "საბაჰის", "ზირასა" და "ნეფტჩის" აკადემიებს.

ღონისძიების ფარგლებში, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სარხან ჰაჯიევმა რონალდინიოს აზერბაიჯანის ნაკრები მაისური გადასცა და ხუმრობით უთხრა, რომ მათი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებში ელოდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერც აზერები და ვერც სომხები ჩვენ ვერცერთ სახეობაში ვერ შეგვედრებიან ! ვინმეს გაგიგიათ აზერელი ან სომეხი კალათბურთელი ხელბურთელი წყალბურთელი რეგბისტი ფრენბურთელი? ერთადერთი სომხები გვჯობნიან კრივში (შტანგაშიც გვჯობდნენ ადრე და ბოლო 30 წელში გადავუჯოკრეთ) და ოლიმპიურდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს და პრიზიორებს რაც შეეხება ერთად აღებული ორივე იმ ქვეყანაზე მეტი მედალი გვაქვს აღებული !
zura222
19:27 14-11-2024
0
ფული აქვთ, მშრომელები არიან. მათი კლუბები სულ მონაწილეობენ ევროპა ლიგაზე. ჩვენი ფეხბურთელები შხუილით გარბიან ფულის გამო მათ პირველმეორე დივიზიონებში სათამაშოთ. ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ ვერ ისწავლეს ფეხბურთის თამაშიო, მაინც არ ვართ აზერბაიჯანზე ბევრად წინ. ნუ შურბოღმიანობთ.
დავით
09:53 14-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული