"ნეიმარი ჩვენთან? ეს კლუბია და არა საავადმყოფო - "პალმეირასის" პრეზიდენტმა "ალ ჰილალის" შემტევზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პალმეირასის" პრეზიდენტმა ლეილამ "ალ ჰილალის" შემტევის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიური პრესა რამდენიმე კვირის წინ აქტიურად წერდა, რომ სუპერვარსკვლავი სამშობლოში დაბრუნებას განიხილავდა.

ლეილამ ნეიმარის "პალმეირასში" გადაბარგება გამორიცხა.

"ნეიმარი "პალმეირასში" არ გადმოვა. ეს კლუბია და არა საავადმყოფო. მინდა ისეთი ფეხბურთელი შევიძინო, რომელსაც თამაში ნებისმიერ დროს შეეძლება, თუ მწვრთნელი ამას მოსთხოვს.

არ დავთანხმდები ისეთ მოთამაშის შეძენას, რომელიც სათამაშო ფორმაში არ იქნება", - ციტირებს ლეილას სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში უქმობდა. მან 4 ნოემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
"ესტაგლალთან" 30 წუთი ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო შეცვალეს.

alt"ნეიმარი გაცილებით მაგარია, ვიდრე რონალდინიო" - "მილანის" ნახევარმცველი

altლუის ენრიკე: თუ პსჟ-ში მესი, ნეიმარი და მბაპე ერთად ითამაშებდნენ, ამ გუნდს არ გავწვრთნიდი

altნეიმარი ისევ ევროპაში და თანაც "ბარსელონაში"? - ბრაზილიელის შესაძლო დიდი დაბრუნების დეტალები
 

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოკლედ, ამან რაც ბარსელონას მარწუხებს და მესის Ჩრდილს Დააღწია Თავი გაბრწყინდა, როგორც იქნა
დინამოელი
13:10 17-11-2024
1
შენ კი გენაცვალე ყველა გაგებით ჩემო ლეილა!
მალხაზ ჯობავა
13:29 17-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული