Globo Esporte წერდა, რომ 32 წლის ვარსკვლავი მოლაპარაკებებს მშობლიურ კლუბ "სანტოსთან" აწარმოებდა.
აღნიშნული ინფორმაცია ნეიმარის აგენტმა პინი ზაჰავიმ უარყო და განაცხადა, რომ მისი კლიენტი "ალ ჰილალს" უახლოეს პერიოდში არ დატოვებს.
"ნეიმარის "ალ ჰილალიდან" წასვლა არ განიხილება, მას აქ კონტრაქტი აქვს და ძალიან ბედნიერია.
ნეიმარის მომავალზე მხოლოდ მე და მისი მამა ვსაუბრობთ, არ ვიცი ეს ჭორები საიდან გაჩნდა", - განაცხადა ზაჰავიმ.
"ნეიმარი გაცილებით მაგარია, ვიდრე რონალდინიო" - "მილანის" ნახევარმცველი