რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან

AutoSharing Option
უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს 2022 წლიდან აკრძალული აქვთ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება და მათი ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც არ დაუშვეს.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა განაცხადა, რომ უეფას პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და რუსეთის ეროვნული გუნდის ევრო 2028-ის შესარჩევ ციკლში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ, რისი მიღწევაც მისი თქმით შესაძლებელია.

რადგან ოფიციალური ტურნირებიდან მოკვეთილია, რუსეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს დაბალი დონის გუნდებთან ატარებს და ზედიზედ 6 შეხვედრაში გამარჯვება საერთო ანგარიშით 34:0 მოიპოვა -
ბოლოს ბრუნეის 4:0, სირიას კი 11:0 მოუგეს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, მომავალ წელს უფრო ძლიერ მეტოქეებს - ნიგერიას, ეკვადორს, ვენესუელას, კოლუმბიას და ურუგვაის ეთამაშონ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
იჩაგრებიან საწ ყლე ბი
Oh oh oh
05:55 21-11-2024
7
ვიმეორებ და კიდევ ვიტყვი დაარსდეს ალტერნატიული ფიფა და იქ ითამაშებენ. თალიბანი ხამასი ხუსიტები ხესბოლას და რუსეთის ნაკრები მაგათ სუპერ ლიგასაც ექნებათ და რეიტინგი სლავა უკრაინა
იბერიელი
11:33 21-11-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული