გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში - სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას

AutoSharing Option
Azerisport-ის ცნობით, ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდო სანტუში შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დეკემბერში გადააყენონ.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი მომავალ თვეში 70 წლის დამრიგებლის შესაძლო გადადგომას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს მეზობლებს ევროპის ჩემპიონი მწვრთნელისთვის დათხოვნის შემთხვევაში სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ და შესაძლოა, გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ შეცვალონ.

სანტუშს აზერბაიჯანში ძალიან ცუდი შედეგები აქვს. ის გუნდს ერთა ლიგის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში და 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოაპოვებინა, რის გამოც აზერბაიჯანის ნაკრები ერთა ლიგის D ლიგაში დაქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აზერების მიკვირს. ყარაბახი ყავთ მაგალითი და ეტაპობრივათ უნდა მიბაძონ ნაკრებშიც იგივე გააკეთონ. ფაქტია ამდენი ხანი ვერაფერს მიაღწიეს ადგილობრივი ფეხბურთელებით და მომავალშიც გაუჭირდებათ რამე ღირებულს მიაღწიონ. ბრაზილიელ, აფრიკელი მოთამაშერბის ნატურალიზების გარეშე როგორც ჩანს ვერაფერს მიაღწევენ. ლუქსემბურგმა როგორც კი დაიწყო ნატურალიზება შეეტყოთ ჭაობიდან ამოსვლაც.
G.LA
18:50 21-11-2024
0
ცეში რო გავარდეთ 4 წლის კომპენსაციას ეხუმრებით? რომც დავრჩეთ მაინც ცუდი შედეგი იქნება გასაგებია ვილის ყველაზე მაგარი შედეგი აქ მარა ეს ხო არ ნიშნავს ფერგიუსონ ვენგერივით საპენსიო ასაკამდე ნაკრებში იყოს კარგი შედეგი ქონდა მარა იმავე კარგი ნაკრებით ცუდიც ხო ქონდა არა თან ზედიზედ 4 თამაში საკმაოზე მეტია რადგან საქმის გასაფუჭებლად საკმარისი გამოდგა რაც შეეხება კვარას და კაშიას ყვითლებს ფრეზე რო ეჩხუბათ დროის გაყვანის მიზნით კიდე ჰო მარა წაგებულის დროს ჩხუბი თან ყვიტლები რომელიც დისკვალიფიკაციას უდრის თან კვარას შემთხვევაში მეორეჯერ ისევ თავიდან დაიწყება გარცევა ვისი ბრალია უთხრეს თუ არა ეცადე არ გაყვიტლდეო დაცვაში კიდე კაშიას გამოკლება უარესს რას ინატრებდა მეტოქე
სიმართლე
13:59 21-11-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული