გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში - სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას

AutoSharing Option
Azerisport-ის ცნობით, ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდო სანტუში შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დეკემბერში გადააყენონ.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი მომავალ თვეში 70 წლის დამრიგებლის შესაძლო გადადგომას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს მეზობლებს ევროპის ჩემპიონი მწვრთნელისთვის დათხოვნის შემთხვევაში სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ და შესაძლოა, გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ შეცვალონ.

სანტუშს აზერბაიჯანში ძალიან ცუდი შედეგები აქვს. ის გუნდს ერთა ლიგის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში და 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოაპოვებინა, რის გამოც აზერბაიჯანის ნაკრები ერთა ლიგის D ლიგაში დაქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კაცი ჩვენ ჩამოგვეყვანა მწვრთნელად, აზერების საწინაღმდეგო არაფელი მაქვს, წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა მაგათი საქმე ფეხბურთი, ფული აქვთ უნდათ განავითარონ ფეხბურთი ქვეყანაში, მაგრამ არ შეუძლიათ და რატომ ამდიდრებენ ამ მწვრთნელებს
გოგა
23:10 21-11-2024
1
როგორც იქნა მოვიდა ის დრო ნაკრებმა კაშიას გარეშე ითამაშოს, რადგან თავად ვერ ხვდება რო უკვე გავიდეს დამსახურებულ პენსიაზე ყვითლები დაგვეხმარება რო ვნახოთ ჩვენც და თავად კაშიამაც რო მის გარეშე ნაკრების დაცვა უკეთესი იქნება,,ზედიზედ მერამდენე თამაშია ეს ვეტერანები უშვებენ საგოლე შეცდომებს ხან ვზარალდებით ხან მამარდა გვიხსნის ხოლმე დაზარალებისგან და რადგან მამარდა გვყავს იმას კიარ ნიშნავს შეცდომებზე თვალი დავხუჭოთ,,მადლობა კაშიას მარა უნდა ხვდებოდეს მასსავით რამდენს უნდა ნაკრების ფორმის ჩაცმა და გზა უნდა დაუთმოს ახალგაზრდებს, მით უმეტეს 2023-წლის უ21 ევროპის ჩემპიონატზე რამის საუკეთესო დაცვა გვყავდა და ეხლაც ახალგაზრდულში რამდენი მაგარი ბიჭია თუნდაც ლომინაძე, თუნდაც გაგნიძე, სიგუა, მამაგეიშვილები, შახტარის მცველი ლაცაბიძე, ბევრნი არიან რიგში და მხოლოდ იმიტო ვერ ხვდებიან დღემდე ნაკრებში რო კვეკვესკირი, კაშია, კვირკველია, ლორია და კიდევ 2-3 კაცი ვერ ძღება ნაკრებში ყოფნით და სხვა ბიჭების კლასის ხარჯზე მოუნდათ ჯერ ევროზე თამაში ახლა კიდე მსოფლიოზეც რომელიც კარიერულად და კლასის მიხედვით ალბათ არც დაესიზმრებოდათ და არც არიან მაგ დონის ფეხბურთელები რო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაშობდნენ, ადამიანურად მესმის მათი გაუმართლათ ამ მაგარ თაობას დაემთხვა მათი კარიერის ბოლო და ცდილობენ ჩვენი ახალი ვარსკვლავების ხარჯზე მიაღწიონ კარიერულ წარმატებას ისეთს როგორიც მთელი კარიერა არ ქონიათ მაგრამ მხოლოდ ადამიანურად მესმის, კარიერულად და ნაკრების ინტერესებისთვის ძაან ცუდად იქცევიან,,ეხლა ვიღაცები იტყვით რო წავიდნენ ვინ გვყავს უკეთესიო ჯერ ესერთი რო გვყვანან ბიჭები და კიდევ გამოჩნდებიან მერე მეორეც კანკავაზეც მასე ვიძახდით მარა რო წავიდა გამოჩნდა ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილიც, თუ შანსი არ მიეცი და არ ათამაშე როგორ გამოჩნდება?? მესმის რო კარიერის საუკეთესო წლებში სუპერვარსკვლავები ყოფილიყვნენ და ვერ ველეოდეთ მარა კარიერის პიკში არ იყვნენ მაღალი კლასისა და ეხლა მით უმეტეს
როგორც იქნა
21:21 21-11-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული