"ამ მარცხმა დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ..." - რა თქვა კონტემ "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლი" "ლაციოსთან" შინ 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ DAZN-თან ისაუბრა.

"ლაციოსთან" შეხვედრამ აჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ.

თამაშის ხარისხით იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშეთ ისეთ კარგ გუნდს, როგორიც "ლაციოა". რომაელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.

ვიცი, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეები შეგვხვდება. მაგრამ ეს
არის ის, რისი ხილვაც მსურს, ვგულისხმობ იმას, რომ გუნდი არასდროს არ უნდა დანებდეს.

საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბიჭები ბევრს მუშაობენ. ჯერ მხოლოდ 5 თვე გავიდა რაც აქ ვარ, შრომა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება, "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 14 დეკემბერს, "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
კონტე ხარ თუ ანტოშკა, შენ რა დეინახე მე ვერ ვხდები, მარა მე რაც დევინახე იგია, რომე, თქვენ მაგ ჩვენ ბიჭს ნელი სიკვდილით კლავთ, როგორც ფეხბურთელს ბლიად აი, ეს უნდა დაინახო შენ ბაბუა და ლაღი თამაშიზა რომაა გაჩენილი ბიჭი, ისე უნდა ითამაშოს თუ გინდა პროდუქტიული იყოს! არასწორად იყენებ შენ კვარაა!წამოი ხვიჩა ბაბუ იტალიიდან, არაა შენი საქმე სერია ა! შენი არის ნუ, პრემიერ ლიგაც წავა მომენტ, მარა ლა ლიგა იქნება შენდა ზედგამოჭრილი. ბარსა, რეალი, დაჟე ატლეტიკიოც არ უნდა დეიწუნო ბაბუა დლია ნაჩალა, თუ ასე წავა მომენტ საქმე!
გურულო
00:21 11-12-2024
0
სად იყო შეტევ?
თედორე
09:55 10-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული